|
2023-12-12 09:57:06, 733 ნახვა
პოლიტიკა
იოზვიაკი - თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა მისაღებია, თუმცა უნგრეთის გამო ეს, შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს
თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ყველასთვის მისაღებია, თუმცა, უნგრეთის გამო, ეს, შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის სტატიაშია აღნიშნული. იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას სურს, რომ უკრაინამაც დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები - ძირითადი გამონაკლისი კი, უნგრეთია. "წევრობის მსურველთა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ერთსულოვნებაა საჭირო და ჩემი დასკვნა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დიპლომატებთან საუბრის შემდეგ, ისაა, რომ ყველასთვის მისაღებია თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა და მოლდოვის წინსვლა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებით. მაგრამ ევროკავშირში ამ ქვეყნების სტატუსები, შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ უკრაინის შესახებ დებატებში ისინი "თანმდევი ზიანი" გახდებიან. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას - ყოველ შემთხვევაში საჯაროდ - სურს, რომ უკრაინამაც დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. ძირითადი გამონაკლისი უნგრეთია. საკითხის კიდევ უფრო გართულებისთვის ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის "ბალტიისპირა ტრიოდან" სამივემ საპასუხოდ თქვა, რომ თუ უკრაინა ჩაფლავდება, ყველა ჩაფლავდება",- წერს იოზვიაკი. მისი თქმით, მოლდოვასთან, უკრაინასთან და სავარაუდოდ, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებით, ბლოკის გაფართოებასთან ერთად, სამიტზე განსახილველი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა უკრაინის დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტის შემუშავებაა, სადაც მთავარი დაბრკოლება უნგრეთი და მისი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ წერილით მიმართა. წერილში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით". 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. 5 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელმა ჩინეთში ვიზიტი შეწყვიტა და ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიის გასაგრძელებლად დაბრუნდა. 6 დეკემბერს, უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარადგინა. აღნიშნულის შემდეგ, ვიქტორ ორბანმა გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა". მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შორის არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მცირეხნიანი საუბარი შედგა. ზელენსკის განცხადებით, ვიქტორ ორბანს "გულწრფელად ესაუბრა", საუბარი კი "ევროპულ საქმეებს" ეხებოდა.
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)