00:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 09:23:32, 920 ნახვა

პოლიტიკა
ბჟანია - დასავლეთს სურს, ჩვენი დედაქალაქი თბილისში იყოს

დასავლეთს სურს, რომ აფხაზეთის დედაქალაქი არა სოხუმში, არამედ თბილისში იყოს, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

ბჟანიას თქმით, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა დასავლეთს სჭირდება, რათა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს დაანახოს, რომ "პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია".

„მათ სურთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და გეგმაზომიერად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობა, ასევე დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთში არანაირი განვითარება არ მოხდეს“, - განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, "აფხაზეთი უნდა ისწრაფოდეს, გახდეს მსოფლიოს განსხვავებული არქიტექტურისა და უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენიტეტის აღიარებას და მოკავშირეებთან ინტეგრაციაზეა აგებული".

„ამიტომ ვართ რუსეთთან! ამ მიზეზით, ჩვენ ორიენტირებული ვართ მასთან ასეთი ურთიერთობის დამყარებაზე. აფხაზეთი რუსეთთან ერთად გლობალური კრიზისის ნაწილი აღმოჩნდა. მთელი ევროპა ჩაეფლო ამ კონფლიქტში. ადამიანური ძალის რეზერვები, ქონებრივი რეზერვები და ევროპის ქვეყნების სიმდიდრე იფლანგება და უკვე გაიფლანგა და სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გადამწყვეტი კონფლიქტის ბოლო ფაზაში შევიდა. ვფიქრობ, არ არის საჭირო იმის ახსნა, რომ იქ მომხდარი სისხლიანი ტრაგედიის შედეგი შორს არ არის“, - დასძინა ბჟანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics