09:41 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 09:45:36, 942 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასი“ ისრაელს - თუ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებთ, ღაზას სექტორიდან მძევლები ცოცხლები ვერ გამოვლენ

არცერთი ცოცხალი მძევალი არ დატოვებს ღაზას სექტორს, თუ პატიმრების გათავისუფლების შესახებ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ განცხადებას ტერორისტული ორგანიზაია "ჰამასის" სამხედრო ფრთის, ალ-კასამის ბრიგადების სპიკერი აბუ ობეიდა ავრცელებს.

მისი თქმით, "ჰამასი" გააგრძელებს ისრაელის ძალებთან ბრძოლას.

"ვერც მტერი და მისი ამპარტავანი ხელმძღვანელობა და ვერც მისი მხარდამჭერები ვერ ახერხებენ თავიანთი პატიმრების ცოცხლად გაყვანას მოლაპარაკებისა და წინააღმდეგობის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე... ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ ვებრძოლოთ ოკუპანტს ყველა უბანში, ქუჩასა და ხეივანში", - განაცხადა ობეიდამ.

The Times Of Israeli-ის ცნობით, "ჰამასის" ტყვეობაში ამ დრომდე 137 მძევალი რჩება.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics