07:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-09 18:26:27, 940 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის საგარეო მინისტრი - გაეროს რეზოლუციის დაბლოკვით, აშშ ღაზას საკითხთან დაკავშირებით მარტო დარჩა

გაეროს რეზოლუციის დაბლოკვით, აშშ ღაზას საკითხთან დაკავშირებით მარტო დარჩა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა.

ფიდანის თქმით, გაეროს წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ისრაელმა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა უნდა შეწყვიტოს.

„ჩვენმა მეგობრებმა თქვეს, რომ ამერიკა ახლა მარტო იყო ამ საკითხში, რაც განსაკუთრებით კიდევ ერთხელ დავინახეთ გაერო-ში გამართულ კენჭისყრაზე. გაერთიანებულმა სამეფომ თავი შეიკავა, მაგრამ ამერიკამ დაადო ვეტო. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ. ჩვენც აღვნიშნეთ ეს ჩვენს შეხვედრებზე“, - განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, აშშ-მა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics