08:47 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-09 13:21:45, 804 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ

პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო. დღეს სამხედრო მოსამსახურეებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან გამართეს შეხვედრა და თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინეს, - ამის შესახებ აღნიშნლია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, შეხვედრაზე ერთ-ერთ აქტუალურ თემას თავდაცვის ძალების კოდექსში გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის სხვადასხვა შესაძლებლობა წარმოადგენდა. სტუდენტებმა ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, სამხედრო განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს.

"თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე შეხვდნენ. პარალელურად, ჯარისკაცები რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტებს სტუმრობენ. მიმდინარე სასწავლო წელს სამხედროების მხრიდან სტუდენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებს დედაქალაქის გარდა, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, თელავის, გორის, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტები უმასპინძლებენ, სადაც ახალგაზრდებს სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით რეალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით სკოლებშიც აქტიურად მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics