08:48 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 16:52:13, 750 ნახვა

საზოგადოება
ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე დაყრდნობით ავრცელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ისინი სათადარიგო აეროპორტებში გაფრინდნენ.

მათივე ცნობით, ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში, ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და „ჯაზირას“ ავიახაზები ქუვეითი-თბილისი ასევე დაჯდა ერევანში.

თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“ , ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics