04:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 12:59:40, 512 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული წელია

​საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ავიაციის სექტორში დასაქმებულებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

ქარქაშაძის თქმით, 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული წელია.

„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ავიაციის სექტორში დასაქმებულ ყველა პროფესიონალს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქართული სამოქალაქო ავიაციის ისტორიას. წლევანდელი წელი კი ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო და კომერციული ავიაციისთვის, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, ნამდვილად ისტორიულია.

ჩვენ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევითა თუ გამარჯვებებით, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამოქალაქო ავიაციისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა - COVID პანდემია. თუმცა, ავიაციის სექტორში დასაქმებულმა თითოეულმა პროფესიონალმა ღირსეულად გადალახა პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენები და დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს უკვე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში გვაქვს პირდაპირი საჰაერო წვდომა 35 ქვეყნის 67 ქალაქის მიმართულებით. საქართველოს ბაზარზე, ამ ეტაპზე, ოპერირებს 50 სამგზავრო ავიაკომპანია, რომელთა მიერ ქართულ ეკონომიკაში შეტანილი წვლილი დიდია.

კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს. მადლობა თქვენ, რომ ყოველდღიურად მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი მონდომებით, ღირსეულად უწყობთ ხელს საჰაერო რეისების უსაფრთხო და თანმიმდევრულ განვითარებას. სწორედ თქვენს წარმატებულ საქმიანობაზეა დამოკიდებული სხვა სექტორების მუშაობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა“, - განაცხადა ქარქაშაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics