04:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 16:28:09, 941 ნახვა

საზოგადოება
Liloshop.ge - საუკეთესო ადგილი ნაძვის ხის შესაძენად

​თუ გინდათ, რომ ახალი წელი მთელი მისი სიდიადით შეიგრძნოთ, ამ დღესასწაულს აუცილებლად ძალიან ლამაზი ნაძვის ხით უნდა შეხვდეთ.

მართალია, მაღალი და „ფუმფულა“ ნაძვის ხე ძალიან ეფექტურია და სადღესასწაულო განწყობაც მოაქვს, მაგრამ პატარა და ლამაზად მორთული ნაძვიც არ ჩამოუვარდება მას არაფრით.

თუ სახლში ნაძვის ხისთვის დიდი სივრცე არ გაქვთ, გული არ გაიტეხოთ, შეგიძლიათ დადგათ შედარებით პატარა ზომის ნაძვის ხე, მაგრამ ყველა ოთახში სხვადასხვა დეტალით შეიტანოთ საზეიმო განწყობა.

ნაძვის ხის შერჩევა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, რადგან გარდა დიზაინისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი გარშემოწერილობა, ადგილი, სადაც მის განთავსებას აპირებთ, რომ ამის მიხედვით გააკეთოთ სწორი არჩევანი.

ძირითადად სამი ზომის ნაძვის ხეს გამოყოფენ: პატარა - 120-150 სმ, საშუალო - 180- 210 სმ, დიდი - 240-270 სმ +.

თუ არჩევანს 120 – 150 სმ ნაძვის ხეზე შეაჩერებთ, გაითვალისწინეთ, რომ მისი პირდაპირ იატაკზე დადგმა, ეფექტური არ იქნება, რადგან მთელი სილამაზე დაიკარგება. ამ ზომის ნაძვის ხე აუცილებლად უნდა იდგეს შემაღლებულზე, რომ სრულად იქნეს აღქმული მთელი მისი სიდიადე.

რასაკვირველია, დიდი ნაძვის ხე ძალიან ლამაზი და თვალში საცემია, მაგრამ მისთვის დიდი სივრცეა საჭირო, 240 სმ სიმაღლის ნაძვის ხეს თუ შეიძენთ, ჭერის სიმაღლე ხელს უნდა გიწყობდეთ, ავეჯი არ უნდა ფარავდეს, რათა კარგად გამოჩნდეს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მისი მორთვა მარტივი საქმე სულაც არაა, შესაძლოა მორთვა - დაშლისთვის კიბეც კი დაგჭირდეთ, რომ თავიდან - ფეხებამდე შეამკოთ საახალწლო აქსესუარებით.

რაც შეეხება, საშუალო ზომის ნაძვის ხეს, ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, მოსართავადაც მარტივია, რადგან არ სჭირდება ბევრი სათამაშო, განწყობა მოაქვს და ახალი წლის ჯადოსნურობასაც შეგაგრძნობინებთ.

სად შევიძინოთ ნაძვის ხე ხელმისაწვდომ ფასად?

მართალია, ინტერნეტი და ფიზიკური მაღაზიები სავსეა სხვადასხვაგვარი, თვალისმომჭრელი ნაძვის ხეებით, მაგრამ liloshop.ge - ამ საკითხში უდავო ლიდერია.

ვერცერთი ფიზიკური თუ ონლაინ მაღაზია მას ვერ შეედრება ნაძვის ხეების არჩევანით, რადგან აქ მართლა ყველაზე დიდი ასორტიმენტია. ამასთან, liloshop.ge-ის ნაძვის ხეები მაღალი ხარისხისაა, ფასები მრავალფეროვანი, მაგრამ სხვებთან შედარებით ხელმისაწვდომია. თუ ისეთი ნაძვის ხე მოგეწონებათ, რომლისთვისაც იმ კონკრეტულ მომენტში თანხა არ გყოფნით, შეგიძლიათ ონლაინ განვადებით ისარგებლოთ, მიწოდების სერვისი კი 50 ლარზე მეტი ღირებულების შეძენისას, თბილისში, უფასოა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics