|
2023-12-06 15:35:37, 710 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო კონკურსის IWSC Wine Judging in Georgia-ს გამარჯვებულები ცნობილია - ღონისძიების გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკია“
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გურჯაანის ღვინის ფესტივალის ორგანიზებით, უკვე მეორედ, საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine Judging in Georgia გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 170-ზე მეტი კომპანიის 520-მა ღვინომ მიიღო საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. შედეგად, კონკურსის ფარგლებში, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები გამოვლინდა. ოქროს მედალი მხოლოდ ქართული წარმოების ღვინოებმა მიიღეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, 18 ოქროს და 71 ვერცხლის მედალი ქართულმა კომპანიებმა დაიმსახურეს. ვერცხლის მედალი მიიღო სომხეთში დამზადებულმა ღვინომაც. ოქროს მედლის მფლობელებს შორის არიან კომპანიები: კარდანახი 1888, კახეთი კომპანი, საოჯახო მეღვინეობა მილდიანი, ასკანელი, ბადაგონი, ექიმის ბიო-მარანი, ქართველი, ლიონიძის ზვარი, ალაზანი, ბრიცა, საწნახელი, უფლისციხის მამული, ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო და ვაზისუბნის მამული. გამარჯვებულის გამოსავლენად მონაწილეებს ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტები აფასებდნენ. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი; ასევე:
ამასთან, მონაწილეებს IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ, მათ შორის იყვნენ: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე, ჯაბა ძიმისტარიშვილი და ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე. „საქართველოს ბანკი“ განაგრძობს მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენთვის კანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ გრძელვადიან პერიოდში არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშრისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც საერთაშორისო ექსპერტების მიერ მონიჭებული ჯილდოების რაოდენობაც მოწმობს. გვახარებს ის ფაქტიც, რომ კონკურსისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და ჩვენც გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა აღნიშნული კონკურსის წარმატებით განხორციელებაში“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში. ინფორმაციისთვის, საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)