05:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 14:15:55, 614 ნახვა

საზოგადოება
„სელფი მობაილმა“ საკრედიტო რეიტინგი BB-/Stable მიიღო

"სელფი მობაილმა", ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოსგან Scope Ratings, BB-/Stable შეფასება მიიღო. მაღალი საკრედიტო რეიტინგი განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა საკრედიტო ვალდებულებების სიმცირე, ასევე ინდუსტრიის დაბალი ციკლურობა. "სელფი" გამოირჩევა კარგი მომგებიანობით და ბაზარზე სტაბილური პოზიციით.

საკრეტიდო რეიტინგის პროგნოზი განისაზღვრა როგორც სტაბილური და განპირობებულია "სელფის" კონკურენტული პოზიციისადმი პოზიტიური მოლოდინით.

„მოხარული ვარ, რომ "სელფი" მობაილის მიღწევები და უახლოესი მომავლის გეგმები სწორად ითარგმნა წარმატებულ საკრეტიდო რეიტინგში. რესპექტაბელური ევროპული სარეიტინგო სააგენტოსგან მიღებული ეს შეფასება, დაეხმარება კომპანიას კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, რომელსაც მიმართავს ქსელის გაფართოებისთვის და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ღირებულების შექმნისთვის. მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს "სელფიში" ეს მნიშვნელოვანი აღიარება და მადლობა გადავუხადო სარეიტინგო სააგენტოსთან მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის“,- განაცხადა "სელფი მობაილის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ბერიშვილმა.

                                                                                           ###

Scope Ratings -ი, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოა, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის რეიტინგების რეგულაციის თანახმად და ოპერირებს ევროკავშირში ECAI -ს სტატუსით. Scope Ratings -ი ერთადერთი ევროპული სარეიტინგო სააგენტოა, რომელიც დაშვებულია ევროპის ცენტრალური ბანკის მეირ ევროსისტემის საკრედიტო შეფასების ჩარჩოსთვის (ECAF).





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics