05:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 12:57:00, 951 ნახვა

საზოგადოება
განათლების მინისტრის მოადგილე PISA-ს ანგარიშზე - მონაცემები გაუარესებული არ არის

მონაცემები გაუარესებული არ არის, იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყო, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მახარაშვილის თქმით, ანგარიშში საუბარია ბევრი ქვეყნის მონაცემების გაუარესებაზე, რაზეც გავლენა კორონავირუსმა იქონია.

"PISA-ს მონაცემებზე როცა ვსაუბრობთ, კარგად უნდა ვნახოთ ეს მონაცემები. იქ საუბარია OECD-ის ქვეყნების მონაცემზე. საუბარია კოვიდის პერიოდზე და თუ მიაქცევთ ყურადღებას, ამაზე განმარტება გააკეთა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმაც, რომ მთლიანად ქვეყნის მონაცემები, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ქვეყნების მონაცემები არის გაუარესებული და ამის მიზეზია კოვიდპანდემია.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ არ გვახარებს ის, რომ არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემებიც არ არის. ანუ, იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყო, თუმცა თუ გადახედავთ ზოგად მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კოვიდმა თავისი გავლენა იქონია პროცესებზე", - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

ცნობისთვის, მოსწავლეთა შეფასების საერთაშირისო პროგრამამ (PISA) 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე, მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე ადგილზეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics