10:30 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 11:58:19, 925 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით

პოპულისტური განცხადებები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავის კარგს არ მოუტანს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომპანია „სისტრას“ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.
 
კალაძის შეფასებით,  ვაშაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ არაფერი იცის და შესაბამისად, მისი მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება არასწორია.

„აღნიშნული თემით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და საზოგადოების სიცრუეში შეყვანა პოზიტივს არავის მოუტანს. მას წარმოდგენა არ აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულების მოსაწესრიგებლად. მგონია, რომ პოლიტიკოსმა ეს დეტალები არც უნდა იცოდეს. არსებობენ პროფესიონალი ადამიანები, რომელთაც განუხორციელებიათ მსგავსი რეფორმები, პროექტები და მივყვებით მათ. ჩვენ ახალს ვერ გამოვიგონებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს შენიშვნა დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმების შესახებ, შეუძლია გამოხატოს, თუმცა შესაბამისი არგუმენტებით, დასაბუთებულად. 

„მეგობრებო, თუ იცით რამე დამატებით, რასაც არ ვაკეთებთ და გასაკეთებელია, გვითხარით. პრობლემა არ არის არც თანამშრომლობა და არც შენიშვნების მიღება. ეს ქალაქი ყველასია და იმისთვის ვმუშაობთ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი. უბრალოდ სხვაზე გადაბრალება და თითის გაშვერა არასწორია. გვითხარით ის, რაც იქნება არგუმენტირებული, კვლევებით დამტკიცებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics