07:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 16:37:00, 597 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო განცხადებას ავრცელებს

​გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობა ისე გაიყიდა, რომ იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 2020 წელს, ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ ფაქტობრივად მცხოვრებ ყველა ოჯახს დევნილთა სააგენტომ ბინები გადასცა.

“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობა ისე გაიყიდა, რომ იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო სიმართლეს არ შეესაბამება.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2020 წელს, ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ ფაქტობრივად მცხოვრებ ყველა ოჯახს დევნილთა სააგენტომ ბინები გადასცა. სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ფართები იძულებით გადაადგილებულმა 34-მა ოჯახმა მიიღო და შენობა, როგორც დევნილთა საცხოვრებელი ობიექტი ოფიციალურად დაიხურა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ რამდენიმე დევნილი ოჯახი რჩება, საიდანაც ერთ-ერთი ოჯახი შენობაში მისი ოფიციალურად დახურვის შემდეგ შესახლდა. ასევე, შენობაში ცხოვრობს დევნილი ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან, საცხოვრებლით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. შენობაში მყოფ კიდევ ერთ ოჯახს კი, საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გააჩნია.

შესაბამისად სახელმწიფოს აღნიშნული ოჯახების უპირობო განსახლების ვალდებულება არ გააჩნია.

ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 720 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი შეავსონ და მათი საკითხი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილება. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად დახურული ობიექტიდან შევსებული განაცხადი არ განიხილება”, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics