13:32 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 16:54:45, 642 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ლატვიის ეროვნული სააგენტოს ექსპერტები, საქართველოში, DRG მოდელს წარმატებულად აფასებენ

საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელს, საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოელი პარტნიორები აფასებენ.

მათი თქმით, სისტემის დანერგვიდან 1 წლის თავზე, ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. 

როგორც ლატვიის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს უფროსი ექსპერტი კრისტინე პუტნინა ამბობს, საქართველომ, ამ მიმართულებით, ამოქმედებიდან 1-წლისთავზე დიდ პროგრესს მიაღწია. 

„გაოცებული დავრჩი, თქვენ მიერ მიღწეული პროგრესით. რადგანაც, ამ ერთი წლის განმავლობაში,  თქვენ ნამდვილად იმაზე მეტს მიაღწიეთ ზოგიერთი მიმართულებით, ვიდრე ჩვენ - 10 წლის განმავლობაში. ეს შესანიშნავია. თქვენ, ნამდვილად სიღრმისეულად და სწორად მოქმედებთ“,- აცხადებს კრისტინე პუტნინა.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, DRG სისტემის შემუშავებისა და დანერგვისას, მჭიდროდ თანამშრომლობდა ლატვიის ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოში არსებული მოდელი სწორედ ლატვიის მაგალითის მიხედვით შეიქმნა. 

DRG სისტემის დაგეგმვისა და ამოქმედების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის ექსპერტი კრისტინა კაჰურიც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში DRG  რეფორმის მომზადება, რაც ქვეყანამ ძალიან კარგად გააკეთა. 

„ვფიქრობ, არის ბევრი მიღწევა, რითაც ქვეყანას შეუძლია, იამაყოს: დაწყებული პაციენტების მხრიდან თანაგადახდის შემცირებით, იმიტომ რომ ის მართლაც შემცირდა. მეორე საკითხია, პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. DRG-ს იმპლემენტაცია არ არის მხოლოდ ერთჯერადი ქმედება - ის საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, რათა იცოდეთ, სად არის სირთულე და რისი დახვეწაა საჭირო“,- ამბობს კრისტინა კაჰური.

სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების  DRG მოდელი, საქართველოში, 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. რეფორმის დაწყებიდან, 1 წლის შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, სამჯერ, 27%-დან 10%-მდე შემცირდა.  

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics