15:12 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 12:00:49, 635 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილი აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ზრდის პროგრამის ხელმძღვანელს, მიშელ კოსიელსკის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნინო თანდილაშვილმა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ზრდის პროგრამის ხელმძღვანელმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„USAID-თან ერთად, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის, ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად, არაერთ პროექტს ვახორციელებთ, ვთანამშრომლობთ გარემოს დაცვის მიმართულებითაც, განსაკუთრებით წყლის რესურსების მართვის კუთხით. ინტენსიურად ვმუშაობთ, სექტორულ დონეზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

USAID-ის ეკონომიკური ზრდის პროგრამის ხელმძღვანელმა, მიშელ კოსიელსკიმ ყურადღება გაამახვილა რეგიონული ტურიზმისა და წყლის რეგიონულ პროექტებზე და განაცხადა, რომ USAID ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ წყლის რეგიონული პროექტი ხელს შეუწყობს ეფექტიან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას და წყლის რესურსების მართვას სამხრეთ კავკასიის რეგიონში

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსი ნინო თხილავა, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, USAID-ის მხრიდან კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი დავით წიკლაური, რეგიონული წყლის პროგრამის მენეჯერი ჟორდი არიმანი და გარემოსდაცვითი ოფიცერი გოჩა ლობჟანიძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics