16:53 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 10:48:18, 786 ნახვა

მსოფლიო
IDF ღაზას მოსახლეობას - ომი ჯერ არ დასრულებულა, დარჩით ჰუმანიტარულ ზონაში

ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ღაზას მოსახლეობას აფრთხილებს, რომ „ომი ჯერ არ დასრულებულა“.

მისი თქმით, ჩრდილოეთი ღაზას სექტორი სახიფათო ომის ზონაა და იქ გადაადგილება აკრძალულია.

„ომი ჯერ არ დასრულებულა. ჰუმანიტარული პაუზა დროებითია. ჩრდილოეთი ღაზას სექტორი სახიფათო ომის ზონაა და აკრძალულია ჩრდილოეთით გადაადგილება.

თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენ უნდა დარჩეთ ჰუმანიტარულ ზონაში, სამხრეთში“, - განაცხადა IDF-ის სპიკერმა.

ცნობისთვის, დღეს, 24 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,  ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე ამოქმედდა, ხოლო მძევლების გათავისუფლების პროცესი 16:00 საათზე დაიწყება.

ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გუშინ, 24 ნოემბერს შედგა.

მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო.. 

22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, 24 ნოემბერს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics