15:13 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 09:52:06, 753 ნახვა

საზოგადოება
თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება

პლატფორმის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც  ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პლატფორმას შემოუერთდა - ახალი ბრენდი - EFES Special  ტყის აღდგენაზე თიანეთის სატყეო უბანში იზრუნებს, რისთვისაც 13 200 ლარი დაიხარჯება. 

"მიმდინარე წელს, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებს კომპანია 12,1 ჰექტარ ფართობზე, სიმონიანთხევის სატყეო უბანში განახორციელებს და  აღდგენილი ფართობის ხანგრძლივვადიან მოვლაზეც იზრუნებს.  

ეროვნული  სატყეო სააგენტოს ინიციატივით,  გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების საფინანსო ინიციატივის (BIOFIN) ფინანსური მხარდაჭერით, პლატფორმა „ტყის მეგობარი“ შეიქმნა. პლატფორმა როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომერციულ ორგანიზაციებს საქართველოს ტყეების აღდგენაში მონაწილეობას სთავაზობს როგორც მოხალისეობრივი ჩართულობით, ასევე, ფინანსური მხარდაჭერით.

„ტყის მეგობრის“ პლატფორმაზე, დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 969 მოხალისე, ინდივიდუალური შემოწირულობამ 454, ხოლო კორპორატიულმა 64 923 ლარი შეადგინა.  შეძენილია 29 000 ევროს ღირებულების ტყის აღდგენის სამუშაოებისათვის საჭირო აღჭურვილობა და მასალები.   პლატფორმას 2024 წელს განსახორციელებელი ტყის აღდგენის პროექტები დაემატება.

„ტყის მეგობრის“ მიზანია, გააერთიანოს საზოგადოება საქართველოს ტყეების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. ყველა დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს საშუალება აქვს დარეგისტრირდეს პორტალზე - www.forestfriend.ge, შეარჩიოს სასურველი პროექტი, მოახდინოს დონაცია და გახდეს ტყის მეგობარი",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics