|
2023-11-24 09:20:19, 695 ნახვა
მსოფლიო
CNN - ისრაელის ოფიციალური პირი 39 პალესტინელი პატიმრის მოსალოდნელ გათავისუფლებას ადასტურებს
ისრაელის ოფიციალური პირი 39 პალესტინელი პატიმრის მოსალოდნელ გათავისუფლებას ადასტურებს. აღნიშნულის შესახებ CNN წერს. CNN-ის ინფორმაციით, გათავისუფლებული პატიმრები, სავარაუდოდ, 18 წლამდე ქალები და მამრობითი სქესის მოზარდები იქნებიან, რომლებსაც საბოლოო შემოწმებისთვის ოფერის ციხეში გადაიყვანენ. გამოცემის ცნობითვე, უცნობია, პატიმრების გათავისუფლების ზუსტი დრო, თუმცა, როგორც ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, პატიმრები იქამდე არ გათავისუფლდებიან, ვიდრე ღაზადან მძევლები ისრაელს არ გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადდება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც. ამასთან, 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, 24 ნოემბერს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება. აღსანიშნავია ასევე, რომ გუშინ, 24 ნოემბერს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება დღეს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ამოქმედდება, ხოლო მძევლების გათავისუფლების პროცესი საღამოს 4 საათზე დაიწყება.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)