2023-11-23 18:41:18, 624 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტი - ომის დასრულების შემდეგ რუსეთს ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად 5-7 წელი დასჭირდება
ომის დასრულების შემდეგ რუსეთს ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად 5-7 წელი დასჭირდება, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
პაველის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"რუსეთს საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად 5-7 წელი დასჭირდება. რამდენიმე ფაქტორია, რომელიც ამ საკითხს განსაზღვრავს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში", - განაცხადა პაველმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,