|
2023-11-22 15:03:16, 791 ნახვა
საზოგადოება
18-მეტრიანი ავტობუსები 12-მეტრიან ავტობუსებს ოთხ მარშრუტზე ჩაანაცვლებს
18-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიანებს ოთხ მარშრუტზე - N301, N302, N308 და N314 ჩაანაცვლებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 18-მეტრიან ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნება. „მომავალი წლიდან დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს. მაღალი ტევადობის ეს ახალი ავტობუსები იმოძრავებს წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შევარჩიეთ. 18-მეტრიანი ავტობუსები წლების წინ თბილისში გადაადგილდებოდა, ასევე, დადიოდა ტრამვაი, თუმცა მავნებლებმა, ბოროტებმა ქალაქს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი წაართვეს, ტრამვაის სახით. დღეს რომ ქალაქს ტრამვაი ჰყავდეს, ეს კიდევ უფრო ბევრი ადამიანის გადაყვანის საშუალებას მოგვცემდა და ნაწილობრივ შეამსუბუქებდა იმ ვითარებას, რომელიც დღეს სატრანსპორტო მიმართულებით გვაქვს ქალაქში“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, საზოგადოებას მიუნხენიდან დედაქალაქისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე წარუდგინა, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. „რა თქმა უნდა, გიხარია შენი ქალაქის წარმატება, როდესაც გული შეგტკივა მასზე, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც: ისეთი ადამიანები, ვისაც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, არ სიამოვნებს ის დადებითი საქმეები, რასაც ვაკეთებთ. ეს ადამიანებიც მინდა დავამშვიდო: თქვენ და თქვენი შვილებიც ისარგებლებენ იმ ტრანსპორტითა და ინფრასტრუქტურით, რომელიც ამ ქალაქში კეთდება. ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას იმის მიხედვით, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს. რაც კეთდება, ყველაფერი არის საერთო, კეთდება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, მიუხედავად მათი პოლტიკური კუთვნილებისა. ამიტომ, ამ გაბოროტებული კომენტარებისგან, მარტივად რომ ვთქვათ, უკეთესია, თავი შეიკავოთ, რადგან სხვა ადამიანებს აღიზიანებთ. ამით ვერაფერს დაგვაკლებთ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ - მოვაწესრიგებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მას უფრო ხელმისაწვდომსა და სწრაფს გავხდით, მეტი რეკრეაციული სივრცე და მწვანე არეალი შეიქმნება ქალაქში, გაგრძლედება სკვერების რეაბილიტაცია, აშენდება ახალი საბავშვო ბაღები, მოწესრიგდება ინფასტრუქტურა თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციით და ა.შ. სამწუხაროდ, უამრავი პრობლემაა ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს იმის შემართება და შესაძლებელობაც, რომ აღნიშნულ პრობლემებს დავუპირისპირდეთ და ქალაქისთვის სასიკეთო საქმეები გავაკეთოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე ინფორმაციით, 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება 12-მეტრიანი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე: N301, N302, N308, N314, სადაც დღიურად 55 ათასი მგზავრობა ფიქსირდება. „აღნიშნული ცვლილებით, ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით, მარშრუტის გამტარუნარიანობა 50 პროცენტით გაიზრდება. გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები კი დაემატება სხვადასხვა მარშრუტს, რითაც შემცირდება ამ ხაზებზე მოლოდინის დრო, ხოლო განტარუნარიანობა გაიზრდება 40 პროცენტით“, - აღნიშნა თბილისის მერმა. რაც შეეხება გამოთავისუფლებულ 12-მეტრიან ავტობუსებს, ისინი დაემატება შემდეგ მარშრუტებს: N304, 305, 307, 309, 310, 311, 313, 315, 319, 320, 321, 323, 326, 336, 339, 351, 370, 372, 381, 385, 388 და 393. აღნიშნულ მარშრუტებზე დღიურად, ჯამში, 212 167 მგზავრობა ფიქსირდება, რაც ქალაქში ავტობუსით მგზავრობის საერთო რაოდენობის თითქმის 50%-ს შეადგენს. ამასთან, N387 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 12-მეტრიანებით, რის შედეგადაც გამტარუნარიანობა გაიზრდება 70%-ით, ხოლო N293 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსების ჩანაცვლებით, შემცირდება მოლოდინის დრო და გამტარუნარიანობა გაიზრდება 155%-ით. 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა და სატრანსპორტო სქემით დადგენილი 10 ძირითადი დერეფნის სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)