18:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 22:50:35, 1699 ნახვა

მსოფლიო
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა - „ჰამასი“ 53 მძევალს გაანთავისუფლებს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა ჰამასი გაანთავისუფლებს 53 მძევალს (ქალებსა და ბავშვებს). საუბარია ისრაელის მოქალაქეებზე. - ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება.

ისრაელი გამოაცხადებს ცეცხლის შეწყვეტას 4 დღის ვადით; თუ „ჰამასი“ კიდევ 20 მძევალს გაანთავისუფლებს, ცეცხლოს შეწყვეტის პაუზა 2 დღით გახანგრძლივდება.
ისრაელის შეიარაღებული ძალები დარჩებიან სექტორში; ისრაელი იღებს ვალდებულებას შეწყვიტოს საჰაერო პატრულირება ღაზას სექტორში. ყოველდღე ექვსი საათის განმავლობაში;
 მძევლების განთავისუფლების შემდეგ, ისრაელი გაანთავისუფლებს ტერორიზმისთვის 140-150 დაპატიმრებულ ქალსა და ბავშვს; ისრაელი ასევე დაუშვებს სექტორში საწვავის მიწოდებას და გაზრდის ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას. 

მძევლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ჰამასს“.
ყოველდღიური 6-საათიანი ოპერაციული სიმშვიდის დროს, IDF და Shin Bet დაზვერვა შეძლებენ დაზვერვას და ინფორმაციის შეგროვებას; მთელი პაუზის განმავლობაში ღაზას სექტორის ჩრდილოეთით ვერც ერთი მცხოვრები ვერ შეძლებს ევაკუაციას სამხრეთით.

ცნობისთვის, ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასს“ მძევლად 230 ისრაელელი ჰყავს, მათ შორის ჩვილები, ბავშვები და ხანდაზმულები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics