18:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 22:07:34, 1003 ნახვა

მსოფლიო
მიშელი - ევროკავშირის გაფართოება არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი

ევროკავშირის გაფართოება არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინას პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინას მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული რეფორმების გატარებაში პროგრესი მიულოცა.

"როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირში გაწევრიანება მოულოდნელად ერთ ღამეში არ ხდება. გაფართოება არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი", - განაცხადა მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics