2023-11-21 17:53:49, 1062 ნახვა
მსოფლიო
ბერბოკი - 10 წლის წინ უკრაინელებმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს
10 წლის წინ მაიდანზე თქვენ გაიგებდით, თუ როგორ ხმამაღლა ცემდა უკრაინის გული ევროპისთვის,- ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ევრომაიდნის 10-წლისთავს.
ბერბოკი განცხადებას X-ზე (ყოფილ Twitterr-ზე) ავრცელებს.
"10 წლის წინ მაიდანზე თქვენ გაიგებდით, თუ როგორ ხმამაღლა ცემდა უკრაინის გული ევროპისთვის, სიმამაცითა და თავისუფლების იმედით სავსე. მაშინ უკრაინელებმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს, რომელსაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ",- ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,