18:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 13:45:04, 1080 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - კანდიდატის სტატუსის და წევრობაზე მოლაპარაკებების შედეგი უკრაინის EU-ში გაწევრიანება იქნება

კანდიდატის სტატუსის და წევრობაზე მოლაპარაკებების შედეგი იქნება უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ომის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ღირსება და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი თავისუფლება წაგვართვან. უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, რომ არ დავკარგოთ ღირსება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევრომაიდნის 10-წლისთავთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ "მისი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშის ვარსკვლავების წრეში ანათებდეს".

"ყოველწლიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ვარსკვლავი ანათებდეს ევროკავშირის დროშის ვარსკვლავების წრეში, რაც ევროპის ხალხების ერთიანობის სიმბოლოა. უკრაინის ვარსკვლავი.

10 წლის წინ დავიწყეთ ბრძოლის ახალი ეტაპი. უკრაინელები შეუდგნენ პირველ კონტრშეტევას უკანონობის, ევროპული მომავლის წართმევის მცდელობის და მორჩილების წინააღმდეგ. 20 წლის წინ იყო რომანტიკული ოცნება, 10 წლის წინ კი ამბიციურ მიზნად იქცა. დღეს კი რეალობაა და შეუძლებელია ჩვენი პროგრესის და სავალდებულო ნაბიჯების დასრულების შეჩერება.

კანდიდატის სტატუსის და წევრობაზე მოლაპარაკებების შედეგი იქნება უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ომის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ღირსება და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი თავისუფლება წაგვართვან. უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, რომ არ დავკარგოთ ღირსება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინელები ძლიერები და ერთიანები უნდა იყვნენ.

"ჩვენ ძლიერები ვართ. ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგან მხოლოდ ძლიერების სჯერათ, მხოლოდ ძლიერები ქმნიან მომავალს, მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ იყვნენ ერთიანები. ერთიანები, რომ გახდნენ - თავისუფლები, თავისუფლები რომ იყვნენ - ღირსეულები. ახალი დროის გულისთვის. როცა ჩვენი ქალაქების ცენტრალური მოედნები ახალ და სამუდამოდ უცვლელ სახელებს მიიღებენ გმირების პატივსაცემად, განმათავისუფლებელთა პატივსაცემად. მარიუპოლი, ბერდიანსკი, მელიტოპოლი. დონბასის და ყირიმის განთავისუფლების პატივსაცემად. უკრაინის გაერთიანების პატივსაცემად მის საზღვრებში. როცა წლებისა და საუკუნეების შემდეგ, ისტორიის წიგნებში 1991 წლიდან მოყოლებული დამოუკიდებლობის პერიოდი უწყვეტად ჩაიწერება...

როდესაც მტერი ახერხებს საერთაშორისო მხარდაჭერისა და სოლიდარობის შელახვას. როდესაც ცივილიზებული სამყარო იწყებს ტერორისტებთან კომპრომისების ძიებას და ტირანებთან დათმობებზე წასვლას, მაშინ ჩვენ ყველა აუცილებლად წავაგებთ. უკრაინა, ევროპა, მთელი მსოფლიო... ჩვენ ვმარცხდებით, გულუბრყვილოდ ვფიქრობთ, რომ მათთან შეიძლება იყოს ფრე - ეს შეუძლებელია", - დასძინა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics