|
2023-11-20 19:51:41, 891 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - ამნისტია უკანონოდ აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლების რეალიზებას
ამნისტიის მასშტაბური პროექტის მიზნებზე, რომელიც საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს ეხება, მთავრობის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. დღეისათვის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მიეთითება, რომ შენობა-ნაგებობა სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა. შესაბამისად, საკუთრების უფლება მათზე ხარვეზიანია; მფლობელები კი, საკუთრების დემონტაჟისა და დაჯარიმების საფრთხის წინაშე დგანან. „ჩვენი ხელისუფლება არის ორიენტირებული ადამიანის ღირსებასა და მისგან მომდინარე ყველა უფლებაზე და, შესაბამისად, საკუთრების უფლების სრული მასშტაბით უზრუნველსაყოფად, ასევე, უკანონო მშენებლობიდან მომდინარე რისკების ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რაც წარედგინება საქართველოს პარლამენტს", - განმარტა რატი ბრეგაძემ. ამნისტია მილონზე მეტი მოქალაქის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება, რომლებიც ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2024 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება აშენებული და არ გავრცელდება სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებულ ინდივიდუალურ სახლებზე. მათი მფლობელები ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლის გარეშე დაარეგისტრირებენ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს საჯარო რეესტრში და შეძლებენ საკუთრების უფლების სრულად რეალიზებას. ამნისტიის კანონი არ იმოქმედებს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე. მათი რეგისტრაციისათვის კვლავ საჭირო იქნება კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არსებობა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)