|
2023-11-20 16:48:58, 824 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ რაჭაში ტყე არ გაყიდულა
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ რაჭაში ტყე არ გაყიდულა,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. შამუგიას თქმით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ყველა პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვა და რაჭის ტყეზე აუქციონი საჯაროდ გამოაცხადა. „პირველ რიგში, დავიწყებ ლიცენზიის გაცემის პროცედურით. მინდა განვაცხადო, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 2022 წლის მარტში, საჯარო აუქციონის წესით იქნა გაცემული ლიცენზია, რომელშიც გაიმარჯვა კონკრეტულმა კომპანიამ - „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ”. ამ პროცესს თან სდევდა, რა თქმა უნდა, გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები. აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე, პრესაში, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე და სხვა საშუალებებით ინფორმაცია გავრცელდა. პროცესი იყო აბსოლუტურად საჯარო და იმ არსებული კანონმდებლობის შესაბამისი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს ქვეყანაში. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიცვა ყველა პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად; აბსოლუტურად საჯაროდ გამოცხადდა აუქციონი და შესაბამისად გაიცა ლიცენზია“, - განაცხადა შამუგიამ. მისი თქმით, არსებული კანონმდებლობით რაჭის ტყის გაყიდვა შეუძლებელია. „მინდა, კიდევ ერთხელ ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის სიცრუე, ტყე ნამდვილად არ გაყიდულა; არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა არ არის შესაძლებელი“,- აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, კომპანიას, რომელზეც ლიცენზია გაიცა, მიეცა უფლებამოსილება, რომ ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის დროს განეხორციელებინა არანაკლებ 5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია - მოეწყო შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა; დასაქმებული ადამიანების 80%-ზე მეტი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა. ლიცენზიის მფლობელს ხელი არ უნდა შეეშალა მოსახლეობისთვის ტერიტორიაზე გადაადგილების დროს; ასევე, არამერქნული რესურსების მოპოვებისთვის. მინისტრის თქმითვე, "ლიცენზიაში კონკრეტულად არის გაწერილი, რომ სოციალური ჭრის ნაწილში, სატყეო სააგენტოსთვის ხელი არ შეეშალა საშეშე მერქნის მოპოვებაში. ლიცენზიანტს ჰქონდა ვალდებულება, რომ მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად, შეედგინა მართვის გეგმა, განეხორციელებინა შესაბამისი კვლევები, მათ შორის, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე. ინფრასტრუქტურული ნაწილის დაგეგმვის, შემდგომი საქმიანობის განსაზღვრის პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა და გათვალისწინებული ყოფილიყო მათი ინტერესები". შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრთან, ოთარ შამუგიასთან მოითხოვდნენ. ამასთან მათ სამინისტროსთან კარვის გაშლა და გზის გადაკეტვა სცადეს, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციაზე 13 პირი დააკავეს.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)