|
2023-11-20 11:39:16, 898 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - ისრაელის ბირთვული იარაღი ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა შემოწმდეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის
ისრაელის ბირთვული იარაღი ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა შემოწმდეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ისრაელი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს და შესაბამისად, მის წესებს არ ექვემდებარება. „ბირთვული უსაფრთხოების სახელით, წევრ ქვეყნებს საშუალება აქვთ, მიმართონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და მონიტორინგის მექანიზმი მოითხოვონ. ჩვენ ახლა გავააქტიურებთ ამ პროცესს. იქ მოიწვევენ გამგეობას და ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება. გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს. მათ ეს უნდა გაუგზავნონ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს. შესაძლებელია, ამერიკის შეერთებული შტატები დაუდგეს ისრაელს გვერდით და საკითხს ვეტო დაადოს. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას. ჩვენ, როგორც თურქეთი, ვაკეთებთ ამ მოწოდებას. ისრაელის ბირთვული იარაღი ეჭვგარეშე უნდა შემოწმდეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის. ჩვენ ამას მივყვებით. მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, ამ საკითხს არ შეეშვას“,- თქვა ერდოღანმა. პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ღაზას სექტორთან დაკავშირებითაც უპასუხა და აღნიშნა, რომ თურქეთის მცდელობა, პოლიტიკურ ასპარეზზე ღაზას მხარი დაუჭიროს, გრძელდება.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)