19:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 16:24:34, 556 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - პენიტენციური კოდექსის მიღების შემდგომ ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო

​პენიტენციური კოდექსის მიღების შემდგომ ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება; გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს; პენიტენციურ სისტემაში გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.

„პენიტენციური კოდექსის მიღების შემდგომ ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, რაც ძალიან დიდი დახმარება არის მსჯავრდებულებისათვის; გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. ასევე, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომის პირობებს გააუმჯობესებს და გაათანაბრებს ერთმანეთთან; მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციური კოდექსი სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით შემუშავდა.

„კოდექსი შემუშავებული იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და, მათ შორის, მის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა სახალხო დამცველის აპარატი და, პირდაპირ გეტყვით იმასაც, რომ არავინ ელოდა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში შესაძლებელი იქნებოდა კოდექსის ამ პროექტის შემუშავება. თუმცა, სულ რაღაც 4 თვეში ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავასრულეთ და, ამავდროულად, 90%-ზე მეტი რეკომენდაციებისა, რომლებიც ჰქონდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე სხვა დაინტერესებულ პირებს და, მათ შორის, სახალხო დამცველსაც, იყო ასახული. მინდა, შევახსენო იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ამის მიმართ, რომ ჩვენ ჩვენი დანაპირები კიდევ ერთხელ შევასრულეთ“, - დასძინა ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics