|
2023-11-17 16:23:44, 692 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე მენტორინგის პროგრამის მესამე ეტაპი დაიწყო
საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე ევროპის საბჭოს მენტორინგის პროგრამის მესამე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გახსნა. ღონისძიებას მენტორებთან და მენტორინგის პროგრამის მონაწილეებთან ერთად ევროპის საბჭოს რეგიონული პროექტის მენეჯერი დანკო რუნიჩი ესწრებოდა. "პროგრამის გახსნას წინ უძღოდა ტრენერთა ტრენინგი ქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელებთან ერთად საქართველოს პროკურატურიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მუშაობის გამოცდილების მქონე ხუთმა სპეციალიზებულმა პროკურორმა გადამზადება გაიარა. გადამზადებული პროკურორები მენტორობას ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის თემაზე სპეციალიზებულ პროკურორებს გაუწევენ. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მენტორინგის პროგრამის მეორე ეტაპის შედეგები შეაჯამეს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მენტორინგის პროგრამის მნიშვნელობას პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობაზე. ასევე, აღინიშნა მენტორინგის მეთოდოლოგიის ინოვაციური მიდგომის დადებითი მხარეების შესახებ, რომელიც სწავლების ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, გამოცდილ პროკურორ მენტორსა და პრაქტიკოს პროკურორს შორის მხარდაჭერით კომუნიკაციას, რეფლექსიის ხელშეწყობას და მართლმსაჯულების სექტორში გენდერულად მგრძნობიარე მიდგომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. მენტორინგის პროგრამა 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ქალების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის ბარიერები, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, საერთაშორისო სამართლის გამოყენება შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკაში იმპლემენტაცია, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრა, გენდერულად სენსიტიური მიდგომების გამოყენება პრაქტიკაში და სხვა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით პროკურატურა ყოველწლიურად არაერთ ღონისძიებას ატარებს. პროკურორთა შესაძლებლობების გაძლიერება და გენდერულ საკითხებზე კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)