|
2023-11-17 15:15:14, 704 ნახვა
საზოგადოება
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლობით ორგანიზებული ჩემპიონატის მიზანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების საპროცესო უნარ-ჩვევების გაღრმავება წარმოადგენს. ჩემპიონატის გახსნის ცერემონიის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - რობინ დანიგანმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ. "ჩემპიონატი, რომელიც დღეს იხსნება, ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით. საქართველოს პროკურატურამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით პროკურატურისა და პროკურორების რესურსების გასაძლიერებლად, რადგან ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილული საქმეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სწორედ ამ მიზნით, პროკურატურაში შევქმენით სპეციალიზებული დეპარტამენტი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით ძალიან აქტიურად ვახორციელებთ ჩვენი პროკურორების გადამზადებას, რათა რაც შეიძლება მეტ პროკურორს ჰქონდეს შესაბამისი უნარ-ჩვევები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფარგლებში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანად განსახორციელებლად." - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება და მასში 12 უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი გუნდებისთვის როგორც შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, ასევე, ნახევარფინალურ და ფინალურ შეჯიბრს მოიცავს. პროექტისთვის თითოეული უნივერსიტეტი დაცვისა და ბრალდების ორ გუნდს, ასევე, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას წარადგენს, რომელიც სხვა ფაკულტეტების 12 სტუდენტისაგან იქნება დაკომპლექტებული. კონკურსში მონაწილე გუნდებს იმიტირებული პროცესებისთვის კვალიფიციური ფასილიტატორები მოამზადებენ. მათი შეფასების საფუძველზე გამოვლენილი ოთხი საუკეთესო გუნდი (ორი რეგიონებიდან და ორი თბილისიდან) კი ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს. დასკვნითი ეტაპი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდება, რომელსაც მოქმედი მოსამართლეებისგან, პროკურორებისა და ადვოკატებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის ფინალისტებს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს პროკურატურის ტრენერები მოამზადებენ. ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად, საპილოტე ფორმატში იმართება, მომავალში კი ჩემპიონატის ყოველწლიურად ჩატარებაა დაგეგმილი. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)