|
2023-11-17 14:56:19, 6965 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა აკადემიაში“ მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო
„თეგეტა აკადემიაში“ სასწავლო პროცესი განახლდა. ძრავის მექანიკოსის პროფესიას 15 პროფესიული სტუდენტი დაეუფლება. მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად მათ შიდა ტესტირებისა და მოტივაციური გასაუბრების ეტაპი გაიარეს და 79 მსურველს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. პროგრამის დაწყებამდე „თეგეტა აკადემიამ“ ახალი ნაკადის სტუდენტებს გაცნობითი ხასიათის ღონისძიებაზე უმასპინძლა. მათ საშუალება ჰქონდათ, აკადემიას, ადმინისტრაციას, პროფესიულ მასწავლებლებს, შიდა და გარე სივრცეებს გასცნობოდნენ, ენახათ თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცეები.
„თეგეტა აკადემიაში“ აღნიშნული პროგრამა პირველად ხორციელდება. რაც ნიშნავს იმას, რომ დიპლომირებულ ელექტრომექანიკოსებთან ერთად, მომავალ წელს აკადემიას პირველი დიპლომირებული ძრავის მექანიკოსებიც ეყოლებიან. ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ წელს პირველად ვიწყებთ მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კურსდამთავრებულები მიიღებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს. ერთი მხრივ, ეს ფაქტი პატივია „თეგეტა აკადემიისთვის“ და მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. „თეგეტა აკადემია“ მხოლოდ სწავლების პროცესით არ შემოიფარგლება და პროგრამის მონაწილეებს კარიერულ წინსვლაშიც შეუწყობს ხელს“. პროგრამის პროფესიული სტუდენტები 10 თვის განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან, რომლის დროსაც საშუალება ექნებათ, შეისწავლონ როგორც ზოგადი, ისე პროფესიული მოდულები. ნინი ერისთავი, „თეგეტა აკადემიის“ ხარისხის მართვის მენეჯერი: „პროგრამის მოცულობა 58 კრედიტისგან შედგება. სწავლების პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნა შუალედური გამოცდის საშუალებით შემოწმდება, ხოლო პროგრამის დასრულებისას ისინი სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ. პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, დაიწყონ საქმიანობა მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, „თეგეტაში“ დასაქმდნენ“. „თეგეტა აკადემიის“ პროფესიულ კოლეჯში სწავლება, ჯამში, 3 პროფესიულ პროგრამაზე მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის კოლეჯი წარმატებით დაასრულა 11-მა სტუდენტმა, რომელთაგანაც უმეტესობა „თეგეტაში“ დასაქმდა. ამჟამად პროფესიულ კოლეჯში, ძრავის შეკეთების პროგრამის გარდა, 13 აქტიური სტუდენტი ელექტრო- და ელექტრონული სისტემების დუალურ პროგრამაზე სწავლობს. ---- „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)