19:01 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 14:25:01, 839 ნახვა

საზოგადოება
ადმინისტრაცია - სამთავრობო კომისიის სხდომაზე მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს.

"კომისიის წევრებმა პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებისგან წინა სხდომიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები დაგეგმეს. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიის შერჩევა. მთავრობის მეთაურმა მინისტრებს კონკრეტული დავალებები მისცა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად ხელმძღვანელობს.

მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის სხდომას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი; ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) დასაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics