19:01 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 14:16:39, 704 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - დღეს ფერმერის დღეს აღვნიშნავთ - გილოცავთ, ფერმერებო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერის დღესთან დაკავშირებით, მინისტრ  ოთარ შამუგიას განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ფერმერის დღეს აღვნიშნავთ!  გილოცავთ, ფერმერებო.

ჩვენი ფერმერების, მეწარმეების, დამსახურებაა ის ფაქტი, რომ შესაძლებლობები, რომელიც აგრარული წარმოების კუთხით ჩვენს ქვეყანას აქვს, სულ უფრო მეტად არის გამოყენებული; შედეგად, გაზრდილია ქართული ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მაჩვენებლები, მეტია ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა, მუდმივად მზარდია ექსპორტი. ქვეყნის ძლიერი ეკონომიკა ჩვენი მეწარმეების და ფერმერების საქმიანობის შედეგია. ამ შედეგის მისაღწევად და ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად, სახელმწიფოს მხრიდან უკვე ათეულ წელზე მეტია ხორციელდება ფინანსური, ტექნიკური, თანამედროვე განათლებაზე ხელმისაწვდომობის, საერთაშორისო ბაზრებზე  წვდომის ხელშემწყობი პროგრამები. სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,8 მილიარდი ლარი შეადგინა. საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1,9 მილიარდი ლარია. 

სახელმწიფოს მხარდაჭერის და ძლიერი ფერმერული მეურნეობების, თანამედროვე წარმოების შედეგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 96%-ით, 4.4 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში თითქმის 145%-იანი ზრდა გვაქვს. სულ მალე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრენი ვიქნებით. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. ყველა სხვა სიკეთეებთან ერთად, ჩვენი ქართული პროდუქცია, რომელსაც ჩვენი ფერმერები ქმნიან მეტად ცნობადი და მეტად  მოთხოვნადი გახდება ევროპის და არა მარტო ევროპის ბაზარზე.  

წარმატებებს გისურვებთ ფერმერებო! თქვენ ქმნით დოვლათს, რომელიც სახელმწიფოს აძლიერებს! თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ ინიცირებულია ახალი,  აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები და ეს მიდგომა გვექნება სულ. სახელმწიფო იქნება თქვენი მხარდამჭერი ქართული წარმოების ზრდის და გაძლიერების საქმეში“,- ნათქვამია შამუგიას განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics