21:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 13:05:56, 505 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის" ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ისაუბრა.

როგორც ბრეგაძემ განაცხადა, დღეისთვის აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი.

„2022 წელს დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ რეფორმის ფარგლებში, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა თითოეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობა - არის ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება თუ ფიზიკური პირის. ამ პროექტის ფარგლებში, გასწორდება 15 წლის წინ განხორციელებული არასწორი რეგისტრაციები. როცა ჩვენმა ამზომველებმა დაიწყეს სამუშაოები ველზე, აღმოჩნდა იმაზე ბევრი, ვიდრე მოველოდით.

პროექტი დასრულდება 2024 წლის ბოლოს. დღეისთვის აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 458 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. დღეში საშუალოდ იზომება 2 500-2 700 მიწის ნაკვეთამდე. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

სისტემური რეგისტრაცია დაიწყო თბილისში და 2024 წელს დასრულდება. პროექტი განხორცილდება მერიის მიერ შემოთავაზებულ არეალებზე და სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ. თბილისშიც 2024 წელს მიწის მესაკუთრეთა პრობლემები გადაწყდება", - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

რეფორმის მიმდინარეობისას სააგენტოში შეიქმნა 1 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი; აიზომა 580 247-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 458 573 მიწის ნაკვეთზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics