19:53 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 12:08:14, 769 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით წეროვანში გამწვანების აქცია #დავრგესიცოცხლე გაიმართა

მიიღე გამოწვევა #დავრგესიცოცხლე, შემოუერთდი საყოველთაო აქციას და გაამწვანე პლანეტა - სწორედ ამ სლოგანით გრძელდება გამოწვევა, რომელიც ბაზისბანკის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია სოლომისას ორგანიზებით განხორციელდა.

წეროვანის დასახლების მოსწავლეთა ახალგაზრდული სახლის ინიციატივით, მოსწავლეებმა თავიანთ დასახლებაში დაიწყეს პლანეტის გამწვანება. წეროვანი ნიშანდობლივი ადგილია იმ მხრითაც, რომ დასახლება სულ რამდენიმე წელია გაშენდა და მოსახლეობას მეტი ჟანგბადი და სიმწვანე ესაჭიროება.

ამ წამოწყებით მოსწავლეებმა მაგალითი მისცეს თანატოლებს და გარემოს გამწვანების ინიციატივა გავრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, სახელწოდებით - #დავრგესიცოცხლე. ერთი ხის დარგვა თითო სიცოცხლის დაბადებას უტოლდება, რომელიც თავად გვაწვდის სასიცოცხლო ჟანგბადს.

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა ადრეული ასაკიდანვე გაიაზრეს პასუხისმგებლობა  და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და მოსწავლეები მოუვლიან თავიანთ დარგულ სახელობით ხეებს.

„როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი, ჩვენ მუდმივად ჩართული ვართ და მხარს ვუჭერთ მსგავს გარემოსდაცვით აქტივობებს. იდეის დაბადებისთანავე მოსწავლეების წამოწყების გვერდით დავდექით და მომავალშიც მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებასა და ახალ თაობაში გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი მიდგომების უნარების ჩამოყალიბებაში“, - აცხადებს თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics