22:37 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 11:57:46, 894 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთაშორისო Agro, Food, Drink, Tech, Expo 2023 ჩატარდება

„საქართველოს ბანკი“ აგრო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით 17 – 19 ნოემბერს, „ექსპოჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro, Food, Drink, Tech Expo 2023 გაიმართება.

ექსპოს მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის განვითარება, ადგილობრივი მეწარმეების წახალისება და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრება წარმოადგენს. წელს გამოფენაში 6 ქვეყნიდან  70 - მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გაეცნონ ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს, მომხმარებლებსა და ინვესტორებს წარუდგინონ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი და შესაბამისად,  გაზარდონ მათი პროდუქტის  ცნობადობა. ასევე,  შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს. გამოფენის ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების,  სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობით, სხვადასხვა თემატური კონფერენცია, ვორქშოფი და B2B შეხვედრა ჩატარდება.

მოწვეულ სპიკერებს შორის არის „საქართველოს ბანკის“ აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელი ალექსანდრე მელქაძე, რომელიც სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ინდუსტრიისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებზე ისაუბრებს.

„გამოფენაზე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აგრო სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, ამასთანავე შეხვნენ ახალ ბიზნეს სპარტნიორებს და დაამყარონ სტრატეგიული პარტნიორობა. „საქართველოს ბანკისთვის“ სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით ჩვენ არაერთი პროდუქტი და სერვისი შევქმენით, რომელზეც ღონისძიების ფარგლებში ვისაუბრებ და მეწარმეებს გავაცნობ თუ რა სახის მხარდაჭერას ვთავაზობთ.   ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აგრო სექტორის გაძლიერებისკენ მიმართული ინციტიატივების მხარდაჭერას“ ,- განაცხადა ალექსანდრე მელქაძემ, „საქართველოს ბანკის“ აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, გამოფენის პარალელურად, 17–18 ნოემბერს, ექსპოჯორჯიაში აგრობაზარი გაიმართება, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული ავთენტური პროდუქტი შეიძინონ.

„საქართველოს ბანკის“ აგროპროდუქტების შესახებ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics