|
2023-11-15 17:18:53, 766 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილის განცხადებით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულების დასაფინანსებლად, 2024 წელს, ჯამში, გამოყოფილია 2 მილიარდ 70 მილიონი ლარი
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულების დასაფინანსებლად, 2024 წელს, ჯამში, გამოყოფილია 2 მილიარდ 70 მილიონი ლარი. მისი თქმით, გამოყოფილი ჯამური თანხიდან სკოლების და ინკლუზიური განათლების დაფინანსებას მოხმარდება 1 მილიარდ 336 მილიონი ლარი, რაც 170 მილიონით აღემატება 2023 წლის დაფინანსების მოცულობას. გაზრდილი დაფინანსების უდიდესი ნაწილი, გამოყოფილია საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასის მოსაწესრიგებლად. „დაახლოებით, 2 კვირის წინ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებლებს წარუდგინა ხელფასის გაანგარიშების ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც ანაზღაურების მოცულობა დიდწილად დაკავშირებულია საგაკვეთილო საათების რაოდენობასთან. ახალი მოდელის მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წელს, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, გაიზრდება 500 ლარით და 1 900 ლარს გადააჭარბებს. ეს არის ერთ წელიწადში ხელფასის, დაახლოებით, 35%-იანი ზრდა, რის შემდეგაც მასწავლებლის ანაზღაურება გარკვეულწილად გაუთანაბრდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს. გარდა მასწავლებლების ხელფასისა, 2024 წელს გაიზრდება სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურების ხელფასებიც. კერძოდ, მანდატურების ხელფასები გაიზარდა 125 ლარით (1000 ლარიდან 1125 ლარამდე), ხოლო ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი იზრდება 10%-ით. ასევე, გათვალისწინებულია პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურების ზრდა 18 ლარიდან 20 ლარამდე",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ლაშა ხუციშვილის თქმით, ზოგადი განათლების დაფინანსების ფარგლებში, 60 მილიონ ლარამდე გამოყოფილია მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფისთვის (პირველკლასელები და წარჩინებული მოსწავლეებისთვის გადასაცემად), ხოლო 77 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი საჯარო სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოსაწყობად.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)