20:49 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 16:17:25, 768 ნახვა

საზოგადოება
ნიკოლოზ გინტური - ვიცი, რომ მკვლელმა სახელი და გვარი შეიცვალა - მის გადმოცემას და დასჯას ვითხოვთ

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური გამოკითხვაზე დაიბარეს. 

როგორც ნიკოლოზ გინტურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, მისი ძმის სავარაუდო მკვლელმა ვასილ დევიდოვმა, სახელი და გვარი შეიცვალა.

"დაზარალებულის სტატუსი მისცეს ჩემ ძმას, თამაზ გინტურს. მივდივარ გამომძიებელთან. ჯერ არ ვიცი, გამომძიებელი რას მეტყვის, რა იციან, მაგრამ მე რაც ვიცი მკვლელმა, დევიდოვმა გვარი და სახელი შეიცვალა. ოჯახი ვითხოვთ, გადმოცემას და დასჯას. ხელისუფლება რას იძახის და რა არ იძახის, არ ვიცი და არ მაინტერესებს. ვიცი, რომ ჩემ ძმას ჩასაფრება მოუწყვეს, დაცხრილეს და მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას", - განაცხადა ნიკოლოზ გინტურმა.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დევიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.

ამასთან, უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics