21:33 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 17:57:36, 735 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვა - 2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ყველა მიმართულებით იზრდება

2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ყველა მიმართულებით იზრდება, ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა 1 მილიარდ ლარს. საკუთრივ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა ბიუჯეტი და შესაბამისად გაორმაგდა სამინისტროების დაფინანსებაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანად ხდებოდეს ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება და მათ კეთილდღეობას განაპირობებს, - ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა 2024 წელს დაგეგმილს სიახლეებთან დაკავშირებით. მომავალ წელს სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით 11 220 000 ლარით გაიზრდება და 51 255 000 ლარი იქნება, ზრდა 21.9%-ს შეადგენს.

შეხვედრის მიზანს მომავალი წლის გეგმებისა და ამოცანების განხილვა წარმოადგენდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics