00:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 10:59:09, 519 ნახვა

საზოგადოება
აბასთუმანში პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ და მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან გიორგი ბუხრაშვილთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაბა აბასთუმანში პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები დაათვალიერეს და თანამშრომლებს თანამედროვე სტანდარტების შენობებში საქმიანობის გაგრძელება მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, აბასთუმანში პოლიციის შენობა ამ დრომდე, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში, ხოლო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძველ შენობაში იყო განთავსებული.

"პოლიციის განყოფილებაში დასაქმებული სამართალდამცველები ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანს, 12 სოფელსა და 4000 მდე მოქალაქეს მოემსახურებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსართულიანი შენობა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს, რომელიც გათვლილია 35-40 თანამშრომელზე, სადაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.

ახლად აშენებული თანამედროვე სტანდარტების შენობები უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი. პოლიციის შენობაში განთავსებულია ნივთმტკიცებების, საიარაღო და ამოცნობის ოთახები.

ახალ შენობებში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო.

შენობები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.

პოლიციას ჰყავს ელექტრომობილები და შენობებიც აღიჭურვა. ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებაა, რომლის ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, ბოლო წლებში, პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის არაერთი ახალი შენობა გაიხსნა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics