23:25 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 16:29:50, 622 ნახვა

მსოფლიო
ანალენა ბერბოკი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ჰუმანიტარულ პაუზებს ითხოვს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტში ჰუმანიტარულ პაუზებს ითხოვს. როგორც The Times of Israel-ი იტყობინება, ამის შესახებ ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

ბერბოკის თქმით, ესმის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაგრამ „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, თუ როგორ შეუძლიათ მათ, ვინც ამას ითხოვს, უზრუნველყონ ისრაელის უსაფრთხოება და ასევე, აინტერესებს "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი ადამიანების ბედი".

„სიტუაცია რეგიონში რღვევის ზღვარზეა. როგორც ჩანს, განხეთქილება უფრო ღრმავდება. ჩვენ ყველას შეგვიძლია, ვიგრძნოთ, რამდენად დიდია სასოწარკვეთა ახლო აღმოსავლეთში, როგორ იტანჯება ხალხი ღაზაში, დასავლეთ სანაპიროსა და ისრაელში",- აცხადებს ანალენა ბერბოკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics