|
2023-11-13 10:26:50, 685 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთიმ“ საერთაშორისო კონფერენციაზე „თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ინოვაციური პროექტის - „ტელეკლინიკა MyDoc“ კონცეფცია წარადგინა
"ლიბერთის" მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია "Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs" ("თანამშრომლობა შედეგებისთვის") გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს - UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას. პროექტის მიმართ მოსახლეობის გამოხმაურება პოზიტიური, დაინტერესება კი მუდმივად მზარდია, რამაც განაპირობა საერთაშორისო აღიარება: „ტელეკლინიკა MYDOC" გაეროს გლობალური შეთანხმების - კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ბანკს კარგად ესმის მდგრადი განვითარების შინაარსი და "ლიბერთის" ყველა პროექტი სწორედ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზეა ორიენტირებული. "ლიბერთი" აგრძელებს უფროსი თაობის მომხმარებლებზე ზრუნვას და ამ ინოვაციური და უპრეცენდენტო პროექტის განხორციელება ქვეყნის ყველა რეგიონშია დაგეგმილი. „საქართველოს გაეროს ასოციაციის და გაეროს ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე მოწვეულ დელეგატებს გავაცანით "ლიბერთის" და კომპანია „ტელეკლინიკის" ერთობლივი ინოვაციური პროექტი „ტელეკლინიკა MyDoc"-ის კონცეფცია. ამ პროექტის მიზანია, საქართველოს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მობილური მაღალტექნოლოგიური კლინიკების გამოყენებით, თანამედროვე - ტელემედიცინის მეთოდით ჩაუტარდეს უფასო პირველადი სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება. პროექტის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის გამოხმაურება საკმაოდ პოზიტიურია და დაინტერესებაც მუდმივად მზარდია. 2022 წლიდან დღემდე 400-მდე სოფელს ვესტუმრეთ და 5,000-მდე ადამიანს გაეწია უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევა. „ტელეკლინიკა MyDoc"-ის პროექტი ორიენტირებულია სწორედ მდგრადი, გრძელვადიანი შედეგების მიღწევაზე. მომავალში დაგეგმილი გვაქვს ქვეყნის რეგიონების სრულად დაფარვა", - აცხადებს დარეჯან მალაღურაძე, "ლიბერთის" ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი. "ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)