|
2023-11-11 11:18:47, 685 ნახვა
საზოგადოება
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის სიახლეების გასაცნობად მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის სიახლეების შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „დირექტივა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და რთული რეგულაცია, ვინაიდან, ფაქტობრივად, ეხება 200-მდე არსებულ საწარმოს, რომელიც დღეს ფუნქციონირებს ქვეყანაში და რომლებსაც მოუწევთ გარკვეული სტანდარტებისა და დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება. რეგულაცია მიზნად ისახავს სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების ეტაპობრივად შემცირებას, ამასთან, ბიზნესსექტორის მხრიდან ახალი ვალდებულებების აღებას, რომ გააუმჯობესონ დანადგარები და შეცვალონ ტექნოლოგიური პროცესი იმგვარად, რომ მათი საქმიანობის შედეგად გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. კანონი არ ეხება მხოლოდ ჰაერის დაბინძურების შემცირებას, არამედ ეხება წყლის და ნიადაგის დაბინძურების შემცირებას, ნარჩენების წარმოქმნის, ასევე, საწარმოო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სხვა ტიპის დაბინძურებების პრევენციას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა. „რეგულაციებს, რომელსაც ჩვენ გარემოსდაცვით სფეროში, მათ შორის სამრეწველო ემისიების სფეროში ვიღებთ, დიდი ზეგავლენა აქვს ბიზნესზე. ამიტომ, როგორც კანონპროექტის შემუშავების, ასევე აღსრულების პროცესში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესსექტორთან. მეათე მოწვევის პარლამენტში კომიტეტმა შექმნა მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი ბიზნესასოციაციასთან, რადგან ის ახალი რეგულაციები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და მომავალშიც მივიღებთ, სწორედ ბიზნესზე ახდენს გავლენას”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტების ინფორმირება თუ რას წარმოადგენს ახალი რეგულაციები, რომ, ერთი მხრივ, ეს არის სუფთა მომავალი ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის და, მეორე მხრივ, ეს არის ახალი ვალდებულებები ბიზნესისთვის, რომელიც მათთვის შემაფერხებელი არ უნდა გახდეს. საინფორმაციო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისის უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს კომპეტენციის ფარგლებში უპასუხეს.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)