23:07 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 13:18:01, 842 ნახვა

საზოგადოება
დარახველიძე გინტურის მკვლელობაზე - ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს, რომ დადგინდეს, რა მოხდა და ვისი ბრალეულობა იყო

ვატარებთ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას იმისთვის, რომ მოხდეს დადგენა, ზუსტად რა მოხდა და ვისი ბრალეულობა იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე საუბრისას განაცხადა.

დარახველიძის თქმით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხა რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილიც.

"ჩვენ ვატარებთ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას იმისთვის, რომ მოხდეს დადგენა, ზუსტად რა მოხდა, ვისი ბრალეულობა იყო. ბუნებრივია, ვატარებთ შესაბამისს საგამოძიებო მოქმედებებს, ექსპერტიზებს, ასევე მოხდა გასაუბრება გუშინ გადმოცემულ პირთან. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც შეიძლება ამ საქმეზე შეიკრიბოს, დავადგინოთ ადამიანები, ვინც ეს უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა.

ჩვენ ჩავატარეთ მასთან [ლევან დოთიაშვილი] შესაბამისი გამოკითხვა, მოგვაწოდა ინფორმაცია და ბუნებრივია, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა", - განაცხადა დარახველიძემ.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.

ამასთან, უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics