|
2023-11-10 12:20:15, 761 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე“ პროექტის ექსპერტს უმასპინძლა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პაატა კილაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა "საგადასახადო ინსპექტორები საზღვრების გარეშე“ (TIWB) პროგრამის ფარგლებში დაწყებული ახალი, რიგით მეოთხე პროექტის კოორდინატორ-ექსპერტთან, სამი კოსკინენთან. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტის მიზანია, შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს გაეწიოს პრაქტიკული დახმარება კონტროლირებადი ოპერაციების შეფასებისა და აუდიტის ჩატარების მიმართულებით. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა შეაფასეს პროექტის მიმდინარეობა, განიხილეს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების პრიორიტეტული მიმართულებები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს, ისეთი საკითხებისა და მიმართულებების გაზიარება, როგორიცაა საერთაშორისო დაბეგვრა, შემოწმების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე დავების დეპარტამენტისთვის იმ გზებისა და მეთოდების გაცნობა, რომლებიც შემდგომ გამოყენებული იქნება საერთაშორისო საგადასახადო დავების წარმოებისას. „TIWB-ის პროგრამა იძლევა გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტის მიმდინარეობისას გამოცდილი ექსპერტის ჩართულობით მოხდება, არამხოლოდ სასურველი შედეგების მიღწევა კონკრეტული საქმისწარმოების პროცესში, არამედ შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებს ჩაუტარდებათ თეორიული ტრენინგები“ - აღნიშნა პაატა კილაძემ. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა თაბაგარი, ასევე აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზაალ ტყეშელაშვილი და სხვა პასუხისმგებელი პირები.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)