19:37 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 16:01:38, 939 ნახვა

მსოფლიო
ზალუჟნის თანაშემწის მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწის დაღუპვასთან დაკავშირებით, ბრალი წარუდგინეს მის კოლეგას, ოლეგ ტიმჩენკოს, რომელმაც გენადი ჩასტიაკოვს ხელყუმბარა აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტიმჩენკოს ბრალი ასაფეთქებელი მოწყობილობის ნებართვის გარეშე შეძენის, შენახვისა და ტარების მუხლით (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის 1-ელი ნაწილი) წარედგინა. 

„დადგინდა, რომ ოფიცერმა უნებართვოდ შეიძინა 8 ცალი უნივერსალური ხელყუმბარა და მიიტანა სამუშაო კაბინეტში. შემდეგ 6 ხელყუმბარა ხის სასაჩუქრე ყუთში ალკოჰოლურ სასმელთან ერთად ჩადო და გენადი ჩასტიაკოვს დაბედების დღეზე აჩუქა. ტიმჩენკო კიდევ 2 ხელყუმბარას ინახავდა სამუშაო კაბინეტის კარადაში, საიდანაც ისინი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ამოიღეს“,- აღნიშნულია უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.

ზალუჟნის პირველ თანაშემწეს, ოლეგ ტიმჩენკოს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწე გენადი ჩასტიაკოვი საკუთარ სახლში აფეთქების შედეგად დაიღუპა. ასევე დაშავდა მისი 13 წლის ვაჟი, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილი ჩასტიაკოვის მეუღლემ განაცხადა, რომ ხელყუმბარა, რომელიც ჩასტიაკოვს ხელში აუფეთქდა, სასაჩუქრე ყუთში იყო მოთავსებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics