2023-11-06 10:10:54, 717 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
"შაბათს ნეპალში მაშველებმა შიშველი ხელებით დაიწყეს დანგრეული სახლების ნანგრევების გაწმენდა და გადარჩენილების ძებნა. ქვეყანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 157 ადამიანი შეეწირა", - წერს Reuters-ი.
შეგახსენებთ, ნეპალში მიწისძვრა 3 ნოემბერს მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,