|
2023-11-03 12:43:21, 602 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ენმ-ი უერთდება ინიციატივას, რომ ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა ონლაინ შეძლონ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციის, „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს შეეძლებათ ხმა მისცენ ონლაინ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ინიციატივაზე სამუშაოდ. „არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ გამოვიდა ინიციატივით, რომ ემიგრანტებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ონლაინ მისცენ ხმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, უერთდება ამ ინიციატივას, მზად არის აბსოლუტურად ყველა პარტიასთან ამ ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაოდ ნებისმიერ ფორმატში. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ემიგრანტებს და ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, 2024 წელს მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ონლაინ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს გამოცდილება უკვე აქვს და ონლაინ არჩევნების ჩატარება შიდაპარტიულ არჩევნებში ჩვენ გამოვიყენეთ, სადაც 50 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან საკუთარი ოჯახის შესანახად არიან წასულები, მიეცეთ საკუთარი კონსტიტუციური უფლების დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას არჩევნებში და შეგახსენებთ, რომ 2020 წლის შემდეგ საქართველოდან ემიგრაციაში წასულია 299 534 ადამიანი, მხოლოდ 2020 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, რომ აღიქვას მაყურებელმა, ჩათვალეთ, რომ ქუთაისი და ბათუმი აბსოლუტურად დაიცალა, ამ რაოდენობის ადამიანი წავიდა, ან მაგალითად დედაქალაქში გლდანის და სამგორის რაიონიდან აბსოლუტურად ყველა მოსახლე წავიდა. ეს რაოდენობა ადამიანების მხოლოდ 2 წლის განმავლობაში წავიდა ემიგრაციაში, ამ ადამიანების დიდი უმრავლესობა საქართველოში ქმნის ეკონომიკას და ეს შეადგენს 15%-მდე საქართველოს ეკონომიკის, ასევე, მათ, მნიშვნელოვანია, მიეცეთ შესაძლებლობა, დააფიქსირონ საკუთარი ევროპული არჩევანი და 2024 წელს ონლაინ მისცენ ხმა. „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე თვის განმავლობაში ნამუშევარი აქვს უკვე საკანონმდებლო ინიციატივაზე და ჩვენ ფაქტობრივად, მზად გვაქვს ეს საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ რახან ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივა, რახან ვამბობთ, რომ მზად ვართ ყველა პარტიასთან საკონსულტაციოდ, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი საბოლოოდ შეჯერებული იყოს ოპოზიციასთანაც და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)