|
2023-11-03 10:28:12, 1042 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის $14.3-მილიარდიანი კანონპროექტი დაამტკიცა - სენატში აცხადებენ, რომ მას მხარს არ დაუჭერენ
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 14.3 მილიარდი დოლარის ღირებულების (11,7 მილიარდი ფუნტი) დახმარების პაკეტის გამოყოფას, თუმცა "დემოკრატები" აცხადებენ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს სენატი მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ BBC წერს. სენატის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა გააკრიტიკა წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი და მას ხარვეზიანი უწოდა. BBC-ის ცნობით, "დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლებს სურდათ, მიეღოთ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის ფინანსურ დახმარებასაც მოიცავდა, მაგრამ პალატის "რესპუბლიკელი" წევრები ისრაელისა და უკრაინის ერთიანი დახმარების წინააღმდეგი არიან. "დემოკრატებმა" ასევე გააპროტესტეს, თუ როგორ არის სტრუქტურირებული "რესპუბლიკელების" წინადადება: „ის მიზნად ისახავს ისრაელის მილიარდებით უზრუნველყოფას შიდა შემოსავლების სამსახურისთვის დაფინანსების შემცირებით, რომელსაც ევალება გადასახადების შეგროვება აშშ-ში“. პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ თუ კანონპროექტი "მის მაგიდაზე აღმოჩნდება", ვეტოს დაადებს.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)