02:34 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 09:19:06, 771 ნახვა

მსოფლიო
კამალა ჰარისი - აშშ არ აპირებს პირობების შექმნას მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს თავის დასაცავად ვუწევთ

ჩვენ არ ვაპირებთ რამე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს საკუთარი თავის დასაცავად ვუწევთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

ჰარისის თქმით, აშშ გააგრძელებს ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერას.

"ვაპირებთ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი. მოდი, ვიყოთ მკაფიო და არასდროს დავივიწყოთ ის, რაც მოხდა 7 ოქტომბერს, როდესაც ასობით, ათასობით, 1 400 უდანაშაულო ადამიანი მოკლეს. ახალგაზრდები, რომლებიც უბრალოდ კონცერტს ესწრებოდნენ.

ჩვენ არ ვაპირებთ რამე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს საკუთარი თავის დასაცავად ვუწევთ", - განაცხადა ჰარისმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში ამჟამად სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და მისი ეტაპობრივად გაფართოება იგეგმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics